» მთავარი » პერსონალი » სტუდენტები » სტრუქტურა » პროგრამები » კონტაქტი

რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის  სტრუქტურა

რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის  საქმიანობის  სამართლებრივი საფუძვლები
რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის   საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, შრომის კოდექსი,
საქართველოს კანონები ”მეწარმეთა შესახებ” და ”უმაღლესი განათლების შესახებ”,
საქართველოს საკანონმდებლო ”მაცნე”, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს კანონქვემდებარე აქტები, რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის  წესდება და წინამდებარე  შინაგანაწესი.
რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის  სტრუქტურა
რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის   სტრუქტურა შედგება ძირითადი და დამხმარე საგანმანათლებლო  აკადემიური  და ადმინისტრაციული  სტრუქტურული  ერთეულებისაგან. რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის   ძირითად საგანმანათლებლო  აკადემიურ ერთეულებს მიეკუთვნება:
ფაკულტეტები და ბიბლიოთეკა
რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის  ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია ფაკულტეტი.  ფაკულტეტის  წარმომადგენლობითი  ორგანოა  ფაკულტეტის  საბჭო,  რომლის შემადგენლობაში  შედის  ფაკულტეტის  აკადემიური  პერსონალის  ყველა  წევრი  და სტუდენტთა  მმართველობის  წარმომადგენლები.  ფაკულტეტისა  და  ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობა წარიმართება რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის  შინაგანაწესითა და წინამდებარე დებულებით ფაკულტეტისა და ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილებანი
1. ფაკულტეტი უზრუნველყოფს:
ა) სტუდენტთა  მომზადებას  შესაბამის  სპეციალობაში  და ფაკულტეტზე სასწავლო და
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ეფექტურად წარმართვას;
ბ) სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო გეგმის შედგენასა და ფაკულტეტის საბჭოს
სხდომაზე დასამტკიცებლად მის წარდგენას;
გ) სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა
და ა. შ.) გამოყენებას;
დ) აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ამაღლებას;
ე) სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების და სხვა ღონისძიების მოწყობას.
ფაკულტეტის მუშაობას ხელმძღვანელობს დეკანი;
ფაკულტეტის დეკანი:
ა) არის რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის  აკადემიური თანამდებობის პირი, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, დისერტაციის დაცვიდან გასული უნდა იყოს 6 წელი, ყოველწლიურად უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაციები სპეციალობის მიხედვით.
ბ) თანამდებობაზე ინიშნება და დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება რექტორის
მიერ;
გ) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად
მიმდინარეობას, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის პროცესს და სტუდენტის მიერ
სწავლის საფასურის დროულ გადახდას;
დ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო
კვლევით პროგრამებსა და გეგმებს;
ე) შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოსა და
ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
ზ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
თ) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს რუსთავის კოლეჯის რექტორს და
დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტებს.
ფაკულტეტის საბჭო:
ა) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიური საბჭოს დასამტკიცებლად
წარუდგენს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო პროგრამას და გეგმას;
ბ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელს;
გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ფაკულტეტის აკადემიური მუშაობის გეგმას;
დ) მოისმენს და ამტკიცებს აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლების ანგარიშებს
სასწავლო პროცესისა და კვლევითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ;
ე) ირჩევს ფაკულტეტის ორგანიზაციული და სტრუქტურული ერთეულების
ხელმძღვანელებს;
ვ) ახორციელებს  „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონითა და საქართველოს
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
ზ) ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული
შემადგენლობის ნახევარი მაინც;
თ) გადაწყვეტილება მიიღება დამსწრებთა უმრავლესობით.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტებზე სასწავლო და კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის
კვალიფიკაციის ამღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და
თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭირვალე
კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის
მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე
მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა. შ.) გამოყენების გზით და
აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს
ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.
რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიაში ფუნქციონირებს შემდეგი ფაკულტეტები:

  1. ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა

სპეციალობა  : ინგლისური ფილოლოგია (კვალიფიკაცია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი)

  1. განათლება

სპეციალობა   : დაწყებითი განათლება (კვალიფიკაცია - განათლების ბაკალავრი)

  1. სამართალი

სპეციალობა   : სამართალი (კვალიფიკაცია - სამართლის  ბაკალავრი)

  1. ბიზნესი და მართვა

            სპეციალობა   : საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე (კვალიფიკაცია - ბიზნესის
ადმინისტრირების   ბაკალავრი  ბაკალავრი)
ბაკალავრიატის სპეციალობები შეესაბამება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005
წლის 18 ნოემბრის 633 ბრძანებას “საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის
სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ (იხ. „საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე“, 24.11.2005წ. 1514):
სამეცნიერო ბიბლიოთეკა
უახლესი სასწავლო ლიტერატურითა და სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს სასწავლო
პროგრამებს, ქმნის შესაფერის პირობებს რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის   პერსონალისა და სტუდენტებისათვის, რათა მათ წარმატებით და ნაყოფიერედ შეძლონ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისება და სამეცნიერო კვლევების ჩატარება.
დამხმარე სტრუქტურული ერთეულები:
რექტორის აპარატი, ადმინისტრაციის ხელლმძღვანელის აპარატი, კანცელარიისა და
მართვის ორგანოების სამდივნოები.
რექტორის აპარატი
ა) რექტორის აპარატის თანამშრომლები დახმარებას უწევენ რექტორს რუსთავის  უმაღლესი   განათლების   აკადემიის   მართვაში: (ადმინისტრაციის აპარატის ქმედითობა, სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობა, ბეჭდვითი და საგამომცემლო საქმიანობა, ასრულებენ მის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებენ კონტროლს მირებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე).
ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი ორგანიზებას უწევს რექტორის საქმიანობას,
ასრულებს მის ცალკეულ დავალებებს;  უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოსა და
რექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დაყვანას შემსრულებლებამდე,
ახორციელებს კონტროლს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე და რუსთავის
უმაღლესი   განათლების   აკადემიის    საქმიანობის იურიდიულ უზრუნველყოფაზე;
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატში შედიან: კანცელარია, კადრების სამსახური,
ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახური.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი აგრეთვე უზრუნველყოფს რუსთავის   უმაღლესი   განათლების   აკადემიის    აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მიერ განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგების, ჩატარებულ სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე წარმოდგენილი მოხსენებების გამოქვეყნებას.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი ასევე არეგულირებს რუსთავის კოლეჯის
საქმიან ურთიერთობებს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო,
არასამთავრობო, კომერციულ სტრუქტურებთან და მასმედიის, აგრეთვე საზოგადოების
წარმომადგენლებთან, ახორციელებს შესაბამის სარეკლამო საქმიანობას, უზრუნველყოფს
რუსთავის   უმაღლესი   განათლების   აკადემიის  მონაწილეობას სხვადასხვა, მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიებებში;
გ) ადამიანური რესურსების და კადრების სამსახური ახორციელებს რუსთავის   უმაღლესი   განათლების   აკადემიის    პერსონალისა და მოწვეული ლექტორების პირადი საქმეების სისტემატიზაციას და შენახვას, უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების დადებას, დროულ განახლებას და მათ დაცვას;
დ) კანცელარია უზრუნველყოფს რექტორის სახელზე შემოსული კორესპონდენციის
მიღებას, დამუშავებას და გაგზავნას, მათ სისტემატიზაციას და შენახვას.
ე) რუსთავის   უმაღლესი   განათლების   აკადემიის     ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახური ახორციელებს   აკადემიის    საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად.
ვ) სტუდენტურ საქმეთა განყოფილება არის კანცელარიაში შემავალი ადმინისტრაციული
ერთეული, რომელიც ახორციელებს სტუდენტთა სიების დადგენას, შესაბამისი
სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და ანალიზს, რუსთავის   უმაღლესი   განათლების   აკადემიაში ჩატარებული გამოცდების შედეგების შეჯამებას, სტუდენტთა პირადი საქმეების მიღება-მოწესრიგებას  და შენახვას, სტუდენტების მიერ    უმაღლესი   განათლების   აკადემიის         სასაწავლო პროგრამების შესრულებაზე  კონტროლს და სტუდენტთა სასწავლო ბარათების შედგენას.
ზ) დაცვის სამსახური უზრუნველყოფს რუსთავის   უმაღლესი   განათლების   აკადემიის     ტერიტორიაზე შემოსვლისა და ყოფნის დადგენილი რეჟიმის უპირობო განხორციელებას;     უმაღლესი   განათლების   აკადემიის   პერსონალისა და სტუდენტების მხრიდან ქცევის წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია ჩამოართვას ახსნა-განმარტებები  და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცეს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელს. თუ დარღვევა შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, სამსახური უფლებამოსილია გადასცეს დამრღვევი პოლიციას კანონით დადგენილი ზომების მიღების მიზნით.



 ბოლო განახლება: 28/10/2013